პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის ბოლო ეტაპი 11-დან 13 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება

2026 წლის საშემოდგომო მიღების ფარგლებში, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის ბოლო ეტაპი 11-დან 13 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
აპლიკანტებმა, რომლებმაც რეგისტრაციისას რამდენიმე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა აირჩიეს და ერთზე მეტ პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება მოიპოვეს, უნდა დააფიქსირონ არჩევანი იმ ერთ პროგრამაზე, რომელზეც სწავლის გაგრძელებას აპირებენ.
არჩევანის გაკეთება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის პლატფორმაზე - vet.ge იქნება შესაძლებელი.
აპლიკანტების მიერ დაფიქსირებული არჩევანის საფუძველზე, კოლეჯი მათ ჩარიცხვას საბოლოო არჩევანის გათვალისწინებით გამოცხადებული ადგილებისა და რეიტინგული სიების შესაბამისად განახორციელებს.
კოლეჯი „აისი“ გისურვებთ წარმატებას!

