კოლეჯში „აისი“ შვეიცარიაში განხრციელებული საერთაშორისო ვიზიტის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

კოლეჯის „აისი“ თანამშრომელებმა შვეიცარიაში განხრციელებული საერთაშორისო ვიზიტის შემაჯამებელი პრეზენტაციები წარმოადგინეს და კოლეგებს შთაბეჭდილებები და დეტალები გაუზიარეს.
კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი, ლელა ბერიაშვილი; პროფესიული განათლების მასწავლებლები: გიორგი გუგულაშვილი და მარინე ჩაჩანიძე, შვეიცარიაში ქალაქ ბერნის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში (Haute ecole specialisee BFH) პროფესიული განვითარებისა და გამოცდილების სასწავლო ვიზიტში მონაწილეობდნენ.
ვიზიტის მთავარი მიზანი შვეიცარიული პროფესიული განათლების სისტემის გაცნობა, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება იყო.
შვეიცარიაში ვიზიტისას კოლეჯის თანამშრომელები დეტალურად გაეცნენ სწავლების თანამედროვე მეთოდებს, პრაქტიკაზე დაფუძნებულ სასწავლო პროცესსა და ინოვაციურ ტექნოლოგიებს.
შვეიცარიაში ვიზიტი კიდევ ერთი საერთაშორისო გამოცდილება და ახალი შესაძლებლობაა კოლეჯისთვის „აისი“.

