სიახლეები
- მთავარი
- სიახლეები
კოლეჯი „აისი“ ხის დარგვის საერთაშორისო დღეს შეუერთდა
23 ოქტომბერი, 2026
ნახვები: 6

ხის დარგვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კოლეჯ „აისის“ ადმინისტრაციამ კიდევ ერთი სასარგებლო და გარემოსდაცვითი ინიციატივა განახორციელა.
ადმინისტრაციის თანამშრომლების ჩართულობით, კოლეჯის ეზოში 30 ძირი ხეხილის ნერგი დაირგო.
ეს აქცია არა მხოლოდ გარემოზე ზრუნვისკენაა მიმართული, არამედ მომავალი თაობებისთვის ჯანსაღი, მწვანე და პროდუქტიული გარემოს შექმნის წინაპირობაა.
აღსანიშნავია, რომ ხის დარგვის საერთაშორისო დღე 1874 წელს დაარსდა. მისი დამაარსებელი ამერიკელი ბოტანიკოსი სტერლონგ მორტონია.

