კოლეჯში„აისი“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა

კოლეჯში„აისი“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ხელმძღვანელობდა.
სხდომაზე გივი მიქანაძემ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორებთან ერთად პროფესიული განათლების სფეროში არსებული საჭიროებები, გამოწვევები, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილა.
მონაწილეებმა იმსჯელეს 2026 წლის საშემოდგომო მიღების შედეგებზე, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციურ მოწყობასა და სახელფასო პოლიტიკაზე.
საუბარი შეეხო პროფესიული განათლების მასწავლებელთა მხარდაჭერას და კოლეჯების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, მათ შორის, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარებას.
სხდომა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა.

