2026 წლის საგაზაფხულო მიღებაზე ჩარიცხული აპლიკანტების საბუთების მიღება დაიწყო

2026 წლის საგაზაფხულო მიღებაზე, კოლეჯში „აისი“ ჩარიცხული აპლიკანტების საბუთების მიღება დაიწყო. ახლადჩარიცხულებმა კოლეჯში საბუთები უნდა წარმოადგინონ 1-ლი ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლით.
კოლეჯში ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა:
- განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- 2 ფერადი ფოტოსურათი ზომით 3X4;
- პირადი (ან კანონიერი წარმომადგენლის) განცხადება;
- წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტი.
არასრულწლოვანმა აპლიკანტმა ზემოთ აღნიშნული დოკუმენტების გარდა დამატებით უნდა წარმოადგინოს:
- დაბადების მოწმობის ასლი;
- მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი;
- საჭიროების შემთხვევაში, მზრუნველობის შესახებ მშობლის მიერ გაცემული ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი (მინდობილობა).
გთხოვთ, დროულად წარმოადგინოთ საბუთები.
კოლეჯი „აისი“ გილოცავთ სტუდენტობას! გისურვებთ ბედნიერ და წარმატებულ მომავალს!


