სიახლეები
- მთავარი
- სიახლეები
აგრარული მიმართულების სტუდენტები ჩითილების გადარგვის საუკეთესო პრაქტიკებს გაეცნენ
18 ივნისი, 2026
ნახვები: 15

სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ეგიდით, კაჭრეთში, კოლეჯის „აისი“ სადემონსტრაციო ნაკვეთზე ჩითილები დაირგო.
ჩითილების გადარგვის პროცესში კოლეჯის ლაგოდეხის ფილიალის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა - მებაღეობის სტუდენტები მონაწილეობდნენ, რომელთაც FAO-ს წარმომადგენელმა, სანდრო გუჯაბიძემ, ჩითილების გადარგვის საუკეთესო პრაქტიკები გააცნო.
ღონისძიება ემსახურება აგრარული მიმართულების პროფესიული სტუდენტების მოტივაციის გაზრდას და პრაქტიკული უნარების განვითარებას.

