აქ შენი მომავალია!

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ აპლიკანტთა საბუთების მიღება დაიწყო

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ აპლიკანტთა საბუთების მიღება დაიწყო

2025 წლის საშემოდგომო მიღებაზე, კოლეჯში „აისი“, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ აპლიკანტთა საყურადღებოდ!

დაიწყო საბუთების მიღება, რომელიც გაგრძლდება 22 ნოემბრამდე. საბუთები მიიღება 9:00-დან 18:00 საათამდე.

კოლეჯში ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა:

  • განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • 2 ფერადი ფოტოსურათი ზომით 3X4;
  • პირადი (ან კანონიერი წარმომადგენლის) განცხადება;
  • წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

არასრულწლოვანმა აპლიკანტმა ზემოთ აღნიშნული დოკუმენტების გარდა დამატებით უნდა წარმოადგინოს:

  • დაბადების მოწმობის ასლი;
  • მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი;
  • საჭიროების შემთხვევაში, მზრუნველობის შესახებ მშობლის მიერ გაცემული ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი (მინდობილობა).

 

სწავლის დაწყების თარიღია: 25 ნოემბერი.