პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ აპლიკანტთა საბუთების მიღება დაიწყო
2025 წლის საშემოდგომო მიღებაზე, კოლეჯში „აისი“, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ აპლიკანტთა საყურადღებოდ!
დაიწყო საბუთების მიღება, რომელიც გაგრძლდება 22 ნოემბრამდე. საბუთები მიიღება 9:00-დან 18:00 საათამდე.
კოლეჯში ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა:
- განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- 2 ფერადი ფოტოსურათი ზომით 3X4;
- პირადი (ან კანონიერი წარმომადგენლის) განცხადება;
- წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტი.
არასრულწლოვანმა აპლიკანტმა ზემოთ აღნიშნული დოკუმენტების გარდა დამატებით უნდა წარმოადგინოს:
- დაბადების მოწმობის ასლი;
- მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი;
- საჭიროების შემთხვევაში, მზრუნველობის შესახებ მშობლის მიერ გაცემული ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი (მინდობილობა).
სწავლის დაწყების თარიღია: 25 ნოემბერი.