ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ჩასაბარებელი საგნების ჩამონათვალი დამტკიცდა

ერთიანი ეროვნული გამოცდების მიღების ფარგლებში, უმაღლეს და საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მიზნით, დამტკიცდა ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ჩასაბარებელი საგნების ჩამონათვალი.
აბიტურიენტებს ეძლევათ შესაძლებლობა, რეგისტრაციისას აირჩიონ სსიპ კოლეჯის „აისი“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები ქვემოთ მითითებული საგნების ჩაბარებით.
კაჭრეთის ბაზა
მევენახეობა-მეღვინეობა (მათემატიკა/ისტორია/ბიოლოგია/ქიმია);
ვეტერინარია (მათემატიკა/ისტორია/ბიოლოგია/ქიმია);
ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავება (მათემატიკა/ისტორია/ქიმია/ბიოლოგია/ფიზიკა);
საექთნო განათლება (ბიოლოგია/ფიზიკა/ქიმია/მათემატიკა).
დედოფლისწყაროს ფილიალი
ბუღალტრული აღრიცხვა (მათემატიკა).
ლაგოდეხის ფილიალი
ბუღალტრული აღრიცხვა (მათემატიკა).
კოლეჯში „აისი“ სწავლა და კაჭრეთში, სტუდენტთა პანსიონში განთავსება უფასოა. კოლეჯი დაგეხმარებათ დასაქმებასა და კარიერულ წინსვლაში.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვირეკეთ: 577 55 71 56
2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია ტარდება ელექტრონულად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე (naec.ge)