აქ შენი მომავალია!

ერთიანი ეროვნული გამოცდების მიღების ფარგლებში, აბიტურიენტები კოლეჯ „აისის“ არჩევას შეძლებენ

ერთიანი ეროვნული გამოცდების მიღების ფარგლებში, აბიტურიენტები კოლეჯ „აისის“ არჩევას შეძლებენ

2026 წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდების მიღების ფარგლებში, აპლიკანტებს ეძლევათ შესაძლებლობა, რეგისტრაციისას აირჩიონ სსიპ კოლეჯი „აისი“.

კოლეჯი „აისი“ აცხადებს მიღებას შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე: კაჭრეთის ბაზა: მევენახეობა-მეღვინეობა; ვეტერინარია; ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავება; საექთნო განათლება. დედოფლისწყაროს ფილიალი: ბუღალტერია. ლაგოდეხის ფილიალი: ბუღალტერია.

2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია ტარდება ელექტრონულად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე (naec.ge)  

დეტალური ინფორმაცია საგამოცდო პროგრამების, ცნობარების, ტესტების ნიმუშებისა და სკალირების წესების შესახებ განთავსებულია ცენტრის ოფიციალურ გვერდზე. ყველა ოფიციალური სიახლე და ვადები შეგიძლიათ გადაამოწმოთ naec.ge-ზე.