ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩასარიცხი პროფესიული სტუდენტებისთვის დაიწყო ჩარიცხვის პროცედურის ფარგლებში საჭირო დოკუმენტაციის მიღება

სსიპ კოლეჯი „აისი“ გაცნობებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩასარიცხი პროფესიული სტუდენტებისთვის დაიწყო ჩარიცხვის პროცედურის ფარგლებში საჭირო დოკუმენტაციის მიღება.
საბუთები უნდა წარმოადგინოთ კოლეჯში „აისი“, 1-დან 11 სექტემბრის ჩათვლით, 9:00-დან 18:00 საათამდე.
წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:
1. განცხადება პროგრამაზე ჩარიცხვის შესახებ (წერილობით გამოხატული ნება ივსება ადგილზე);
2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში მეურვის/კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და ამ პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი);
3. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ატესტატი);
4. წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი/ცნობა, 17 წელს მიღწეული პირისთვის (გარდა იმ პირისა, რომელიც წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვას არ ექვემდებარება);
5. სახელის ან/და გვარის შეცვლის შემთხვევაში - ცვლილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
კოლეჯი „აისი“ გუსრვებთ წარმატეებს!

