აქ შენი მომავალია!

კოლეჯი „აისი“ ხადორობის დღესასწაულში მონაწილეობდა

კოლეჯი „აისი“ ხადორობის დღესასწაულში მონაწილეობდა

კოლეჯი „აისი“, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ხადორში გამართულ სახალხო დღესასწაულში, ხადორობა - 2026 მონაწილეობდა.

პროფესიულ სასწავლებელს დღესასწაულზე გამოფენილი ჰქონდა თექის, მხატვრული ქსოვილების, კერამიკისა და  მინანქრის ნაკეთობები, რომელიც პროფესიული სტუდენტების მიერაა დამზადებული. მოეწყო მასტერკლასები დაჩითვაში.

კოლეჯის საგამოფენო სივრცე დაათვალიერეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა; საკანონმდებლო ორგანოსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო კოლეჯის მიერ მოწყობილ დაჩითვის მასტერკლასში.