კოლეჯი „აისი“ გურჯაანის ღვინის ფესტივალში მონაწილეობდა

კოლეჯი „აისი“ წლის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და კოლორიტულ ღონისძიებაში - გურჯაანის ღვინის ფესტივალში მონაწილეობდა.
სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ და შეეფასებინათ კოლეჯის სტუდენტების შექმნილი ნამუშევრები:
აგრო და საკონსერვო ნაწარმი:
- ნატურალური თაფლი, არომატული ღვინო, ტრადიციული ჯემები, მურაბები და მარინადები.
ხალხური რეწვა და გამოყენებითი ხელოვნება:
- დახვეწილი თექა, ხის ექსკლუზიური ნაკეთობები, კერამიკა, მხატვრული ქსოვილები და უნიკალური ტიხრული მინანქარი.
კოლეჯის საგამოფენო სივრცეს უამრავი ადგილობრივი თუ უცხოელი სტუმარი ეწვია. მათ განსაკუთრებული აღფრთოვანება გამოხატეს სტუდენტების ნამუშევრების ხარისხისა და მრავალფეროვნების მიმართ.


