სიახლეები
- მთავარი
- სიახლეები
სატყეო სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის კოლეჯ „აისის“ მასწავლებლები დაჯილდოვდნენ
12 ოქტომბერი, 2026
ნახვები: 207

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ მეტყევის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე, ტყის დაცვისა და სატყეო სექტორის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, კოლეჯის „აისი“ პროფესიული განათლების მასწავლებლები: ეკატერინე ბალარჯიშვილი და ალექსანდრე ზვერიაშვილი დააჯილდოეს.
ეს აღიარება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კოლეჯის პროფესიული განათლების მასწავლებლების მაღალ პროფესიონალიზმს, პრაქტიკულ გამოცდილებასა და იმ მნიშვნელოვან როლს, რომელსაც ისინი სატყეო სფეროს მომავალი სპეციალისტების მომზადებაში ასრულებენ.


