Here is Your Future!

ვეტერინარიაში თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ კოლეჯში „აისი“ ტრენინგი გაიმართა

ვეტერინარიაში თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ კოლეჯში „აისი“ ტრენინგი გაიმართა

„თანამედროვე ტექნოლოგიები ვეტერინარიაში“, - ამ თემაზე სამედიცინო მასალების სადისტრიბუციო კომპანიის SOLID GROUP-ის წარმომადგენლებმა, კოლეჯში „აისი“ ტრენინგი ჩაატარეს.

შეხვედრის მონაწილეებმა ახლოდან გაიცნეს Bionote-ის ინოვაციური დიაგნოსტიკური სისტემები, რომლებიც მნიშვნელოვნად ამარტივებს ცხოველთა ჯანმრთელობის სწრაფ და ზუსტ შეფასებას. ტრენინგზე საუბარი შეეხო თანამედროვე დიაგნოსტიკურ მიდგომებს, ტექნოლოგიურ სიახლეებს და ვეტერინარიის სფეროში ინოვაციების როლს.

ტრენინგს ესწრებოდნენ კოლეჯის „აისი“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა - ვეტერინარიის სტუდენტები, დარგის სპეციალისტები და სხვა დაინტერესებული პირები.

კოლეჯის„აისი“ და კომპანია SOLID GROUP-ის თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. ამ მიზნით, კოლეჯის „აისი“ დირექტორმა, მალხაზ ასლამაზაშვილმა და კომპანია SOLID GROUP-ის დირექტორმა, სულხან გიორგაძემ თანამშრომლობის შესახებ სიმბოლური მემორანდუმი გააფორმეს.