პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო და 20 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. პროგრამების ჩამონათვალი და რეგისტრაციის დეტალები იხილეთ: https://vet.emis.ge/#/
კოლეჯი „აისი“ საგაზაფხულო მიღებას აცხადებს შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე:
კაჭრეთი:
მევენახეობა-მეღვინეობა;
კომპიუტერული ქსელი და სისტემები (ინტეგრირებული);
მსუბუქი ავტომობილის სავალი ნაწილის შეკეთება;
საექთნო განათლება;
ელექტროობა.
დედოფლისწყარო:
შედუღება (ინტეგრირებული);
თექის დამზადება;
თმისა და სილამაზის მომსახურება;
ელექტროობა;
ლაგოდეხი:
სატყეო საქმე;
მებაღეობა;
მეფუტკრეობა;
იატაკისა და ფილის სამუშაოები;
თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქციების მონტაჟი.
ქვემო ალვანი:
კერამიკული ნაკეთობების დამზადება;
საექთნო განათლება.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით, აპლიკანტთა შერჩევის პერიოდია 21 მაისიდან - 20 ივნისის ჩათვლით;
საბუნებისმეტყველო მეცნიერებაში (ქიმია-ბიოლოგია) ტექსტირება ჩატარდება 31 მაისს; (ტესტების ნიმუშები: https://naec.ge/?fbclid=IwAR1CDa6FrNRBZp-SCkLrDKCz_Jl8EsBZDGtr8ACzdZTCj-jxoT7beEzpRAc#/ge/post/2448 )
საგაზაფხულო მიღებაზე კოლეჯში ჩარიცხული სტუდენტები სწავლას დაიწყებენ 2025 წლის 15 სექტემბერს;
ყველა სადიპლომო პროგრამაზე სწავლა უფასოა და სრულად აფინანსებს სახელმწიფო;
კოლეჯი „აისი“ სტუდენტებს ეხმარება დასაქმებაში;
კაჭრეთში, კოლეჯს აქვს საერთაშორისო სტანდარტების კამპუსი, სადაც სტუდენტებს უფასოდ შეუძლიათ განთავსება;
კონსულტაციის მისაღებად დარეკეთ: 577 55 71 56