აქ შენი მომავალია!

კოლეჯი „აისი“ სამშენებლო სექტორში კვალიფიციური კადრების დეფიციტის დასაძლევად მოწყობილ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდა

კოლეჯი „აისი“ სამშენებლო სექტორში კვალიფიციური კადრების დეფიციტის დასაძლევად მოწყობილ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდა

კოლეჯი „აისი“ ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებით მოწყობილ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდა.

სამუშაო შეხვედრაში საქართველოში მოქმედი სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებისა და კერძო და სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

შეხვედრის მთავარი თემა იყო სამშენებლო სექტორში კვალიფიციური ადამიანური რესურსის დეფიციტი და ამ გამოწვევის დასაძლევად სახელმწიფოს, ბიზნესისა და პროფესიული განათლების სისტემის მჭიდრო თანამშრომლობა, კვალიფიციური კადრების ზრდა და მათი დასაქმება.