საერთაშორისო ურთიერთობისა და პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის კოორდინატორი
სსიპ კოლეჯი ,,აისი“ აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო ურთიერთობისა და პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის კოორდინატორის პოზიციაზე.
სსიპ კოლეჯი ,,აისი“ არის ერთ-ერთი წამყვანი პროფესიული კოლეჯი საქართველოში, რომელიც 1980 წლიდან პოზიციონირებს პროფესიული განათლების ბაზარზე. ახორციელებს როგორც გრძელვადიან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, ასევე მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამებს სოფლის მეურნეობის, ინჟინერიის, მომსახურების, ხელოვნების, ბიზნეს-ადმინისტრირების, ინფორმაციის ტექნოლოგიებისა და ჯანდაცვის მიმართულებით.
განათლება და ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება: სასურველია სოციალური მეცნიერებები/საერთაშორისო ურთიერთობები ან სხვა მონათესავე დარგის მიმართულებით;
- კომპიუტერული პროგრამების ფლობა: Microsoft Office;
- აუცილებელია ინგლისური ენის სალაპარკო დონეზე ცოდნა.
მნიშვნელოვანი უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
- პარტნიორობის განვითარების უნარი ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე;
- სტრატეგიული დაგეგმვისა და კომპლექსური აზროვნების უნარი;
- დროის ეფექტური მართვის უნარი.
ფუნქცია-მოვალეობები:
- კოლეჯის საერთაშორისო ურთიერთობების ადმინისტრირება;
- პროფესიული განათლების სფეროში საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის კოორდინაცია;
- საერთაშორისო ურთიერთობებში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და სტრატეგიის შემუშავება;
- კოლეჯის საერთაშორისო იმიჯის შექმნა და რეპუტაციის მართვა;
- პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციისათვის სხვადასხვა კოლეჯებთან ხელშეწყობა, მსოფლიოს სხვადასხვა კოლეჯებთან თანამშრომლობის დამყარება, სტუდენტებისა და თანამშრომლების საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში იტეგრირების ხელშეწყობა;
- გაცვლითი პროგრამების კოორდინაცია და ადმინისტრირება.
სახელფასო დიაპაზონი: 1 573 ლარი (დარიცხვით).
კანდიდატმა განაცხადი უნდა გამოაგზავნოს შემდეგ მისამართზე: hrcollegeaisi@gmail.com
კონკურსანტმა აუცილებლად უნდა წარმოადგინოს:
- CV (ქართულ ენაზე);
- განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფელი კაჭრეთი, სსიპ კოლეჯი ,,აისი“;
- განაკვეთი: სრული;
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი ;
- საკომუნიკაციო პაკეტებით უზრუნველყოფა.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 28.02.2026 წელი
დამატებითი ინფორმაციისთვის აუცილებლად მოგვწერეთ ელ-ფოსტაზე: hrcollegeaisi@gmail.com ან დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 551 91 05 91
წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით, რომ სსიპ კოლეჯმა ,,აისი“, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.