პროგრამები
- მთავარი
- პროგრამები
ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავება
მიზანი: პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, წარმოება და გადამუშავების სფეროსთვის, კერძოდ, სასურსათო პროდუქტების წარმოების შრომის ბაზრისთვის მომზადდეს კონკურენტუნარიანი კადრი.
დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება;
საბაზო ზოგადი განათლება - საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ინტეგრირებული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების შემთხვევაში.
დასაქმების სფერო და შესაძლებლობები: სასურსათო პროდუქტების წარმოების საშუალო პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს ხილის, ბოსტნეულისა და მსგავსი პროდუქტების დამკონსერვებლად, საკვებისა და მსგავსი პროდუქტების დასამუშავებელი მანქანების ოპერატორად, შესაფუთი, ჩამოსასხმელი და ეტიკეტის დასაკრავი მანქანების ოპერატორად, ხელით მფუთავად ნებისმიერ სახელწიფო და კერძო კომპანიაში.
სწავლის ხანგრძლივობა:
1. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა - 15,5 თვე;
2. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები - 3 წელი.