პროგრამები
- მთავარი
- პროგრამები
ხე-ტყის დამზადება
მიზანი: პროფესიული მომზადების პროგრამის „ხე-ტყის დამზადება“ მიზანია კვალიფიციური სპეციალისტების მომზადება, რომლებიც შეძლებენ უსაფრთხოების წესების დაცვით მანქანა-იარაღებისა და სპეც. ტექნიკის გამოყენებას, ხის ჭრის პროცესის მომზადებას, ხის უსაფრთხოდ მოჭრას და მოჭრილი ხის გაწმენდას, დამზადებული ხე-ტყის დახარისხებას და ჭრის ნარჩენების განთავსებას, დამზადებული ხე-ტყის გამოზიდვას და სატრანსპორტო საშუალებებზე დატვირთვას.
დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება
კურსდამთავრებულს შეუძლია: უსაფრთხოების წესების დაცვით მანქანა-იარაღებისა და სპეც. ტექნიკის გამოყენება; სამუშაოს ორგანიზება ხე-ტყის დამზადებისას; ხის ჭრის პროცესის მომზადება; ხის მოჭრა და მოჭრილი ხის გაწმენდა; დამზადებული ხე-ტყის დახარისხება და ჭრის ნარჩენების განთავსება; დამზადებული ხე-ტყის გამოზიდვა და სატრანსპორტო საშუალებებზე დატვირთვა.