პროგრამები
- მთავარი
- პროგრამები
იატაკისა და ფილის სამუშაოები
მიზანი: პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი,ა მშენებლობის სფეროსთვის უზრუნველყოს კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება იატაკისა და ფილის სამუშაოების კვალიფიკაციის მიმართულებით.
დაშვების წინაპირობა: საბაზო განათლება
დასაქმების სფერო და შესაძლებლობები: იატაკისა და ფილის სამუშაოებში საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირი შეიძლება დასაქმდეს სამოქალაქო და სამრეწველო შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე ღია ან/და დახურულ სივრცესა და სიმაღლეზე. ის შეიძლება იყოს თვითდასაქმებული ან დასაქმდეს სხვადასხვა ტიპის სამშენებლო-სარემონტო და დიზაინერულ კომპანიებში, სახელმწიფო ან კერძო საწარმო-დაწესებულებაში, რომელთა საქმიანობა დაკავშირებული იქნება შენობა-ნაგებობის მშენებლობასა ან მის რეკონსტრუქცია-გაძლიერებასთან. მას სამუშაოების შესრულება მოუწევს სხვადასხვა კლიმატის პირობებში. დასაქმების პოზიციები შესაძლებელია იყოს: სხვადასხვა სახის იატაკის მომწყობი; მომპირკეთებელი; ფილის დამგები; სამუშაო რგოლის უფროსი; ბრიგადის უფროსი.
სწავლის ხანგრძლივობა: 14 თვე