აქ შენი მომავალია!

კოლეჯის „აისი“ სტუდენტებისთვის კონკურსი სახელწოდებით - „ჩემი პროფესია“ გამოცხადდა

კოლეჯის „აისი“ სტუდენტებისთვის კონკურსი სახელწოდებით - „ჩემი პროფესია“ გამოცხადდა

კოლეჯის „აისი“ სტუდენტებისთვის კონკურსი სახელწოდებით - „ჩემი პროფესია“ გამოცხადდა.

კონკურსის მიზანია, სტუდენტების მიერ არჩეული პროფესიის აქტუალობის გააზრება და საკუთარი ხედვების წარმოჩენა. როგორ ხედავს კონკურსანტი თავს საკუთარ პროფესიაში.

კონკურსის მონაწილემ უნდა წარმოადგინოს: თითო ფოტო, ვიდეო ან ART ნამუშევარი. ვიდეო ნამუშევრის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ერთ წუთს.

კონკურსში მონაწილეობა ინდივიდუალურია, არ განიხილება ჯგუფური ნამუშევარი.

საკონკურსო ნამუშევრების წარმოდგენა შესაძლებელია 1-დან 31 მაისის ჩათვლით. წარმოდგენილ ნამუშევარს თან უნდა ერთვოდეს მოკლე ანოტაცია კონკურსანტისა და ნამუშევრის შესახებ.

საუკეთესო ფოტო, ვიდეო და ART ნამუშევრის გამარჯვებულს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური. გამარჯვებულები საზეიმო ვითარებაში დაჯილდოვდებიან ფასიანი საჩუქრებით.

კონკურსანტებმა ფოტო/ვიდეო ნამუშევარი გამოაგზავნეთ: tamar_batiashvili@yahoo.com ART ნამუშევარი წარმოადგინეთ კოლეჯის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენჯერთან.

კოლეჯი „აისი“ გისურვებთ წარმატებას!