აქ შენი მომავალია!

კოლეჯი „აისი“ ღია კარის დღეზე გიწვევთ

კოლეჯი „აისი“ ღია კარის დღეზე გიწვევთ

პირველ ოქტომბერს, 14:00-დან 16:00 საათამდე, კოლეჯში „აისი“, კაჭრეთის ბაზაზე, ღია კარის დღე გაიმართება.

აღმოაჩინე პროფესია, რომელიც შენს მომავალს შექმნის!

თუ ჯერ კიდევ ფიქრობთ, რომელი პროფესია აირჩიოთ, გინდათ საკუთარი თვალით ნახოთ, როგორ მიმდინარეობს პრაქტიკული სწავლება, შეხვდეთ პროფესიონალებს და თავადაც გამოსცადოთ სხვადასხვა პროფესია - მოდი „აისში“, ეს დღე შენთვისაა!

ღია კარის დღეზე თქვენ გელოდებათ:

* კოლეჯისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების გაცნობა;

* სასწავლო გარემოს, სახელოსნოებისა და პრაქტიკული სივრცეების დათვალიერება;

* შეხვედრები პროფესიული განათლების მასწავლებლებთან და სტუდენტებთან;

* პრაქტიკული აქტივობები და პროფესიული მასტერკლასები;

* ინფორმაცია ჩარიცხვის, სწავლისა და სტუდენტური შესაძლებლობების შესახებ;

* დამსაქმებლებსა და პარტნიორებთან თანამშრომლობის შესაძლებლობების გაცნობა;

* ინფორმაცია დასაქმების, კარიერული განვითარების, საერთაშორისო პროექტებისა და გაცვლითი შესაძლებლობების შესახებ.

* პასუხები თქვენთვის საინტერესო კითხვებზე.

გიწვევთ ყველა დაინტერესებულ მხარეს - ახალგაზრდებსა და პროფესიის მაძიებლებს, სკოლის მოსწავლეებსა და მათ მშობლებს, სკოლების წარმომადგენლებს, დამსაქმებლებს, ბიზნესსექტორს, პარტნიორ ორგანიზაციებსა და პროფესიული განათლებით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს.

მოდით, გაიცანით „აისი“ ახლოდან - ნახეთ, გამოსცადეთ, დასვით კითხვები და აღმოაჩინეთ თქვენი შესაძლებლობები!

პროფესიის არჩევა მომავლის არჩევაა.
თქვენი მომავალი შეიძლება სწორედ აქ დაიწყოს!