აქ შენი მომავალია!

მოკლევადიან პროგრამაზე „კედლებისა და იატაკის ფილებით მოპირკეთება“ რეგისტრაცია დაიწყო

მოკლევადიან პროგრამაზე „კედლებისა და იატაკის ფილებით მოპირკეთება“ რეგისტრაცია დაიწყო

სსიპ კოლეჯში ,,აისი“ მიმდინარეობს რეგისტრაცია  პროფესიული მომზადების მოკლევადიან სასერტიფიკატო პროგრამაზე „კედლებისა და იატაკის ფილებით მოპირკეთება“.

განხორციელების ადგილები:  გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფ. კაჭრეთი; ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, სოფ. შრომის ფილიალი.

დაშვების წინაპირობა: საბაზო განათლება, ასაკი 18 წელი.

პროგრამის ხანგრძლივობა: 15 კვირა (კვირაში 30/25 საათი).

,,კედლებისა და იატაკის ფილებით მოპირკეთება“ პროფესიული მომზადების პროგრამით გათვალისწინებული  სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ კურსდამთავრებული მიიღებს კვალიფიკაციის დამადასტურებელ, სახელმწიფოს მიერ აღიარებულ პროფესიული განათლების დამადასტურებელ სერტიფიკატს დანართით, რომელშიც ფიქსირდება პირის მიერ პროგრამის ფარგლებში მიღწეული ცოდნა და უნარები.

თუ გსურთ სწავლა აღნიშნულ პროფესიული მომზადების მოკლევადიან პროგრამაზე, რეგისტრაცია  გაიარეთ ონლაინ, ვებ გვერდზე: vet.ge  ან მობრძანდით კოლეჯში.

რეგისტრაცია დასრულდება 2026 წლის 20 ივლისს.

აპლიკანტები შეირჩევიან გასაუბრების საფუძველზე.

სწავლა დაფინანსებულია  საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ:  577 28 69 53;  568 62 34 74