კოლეჯის ღია კარის დღის ფარგლებში პროფესიების გამოფენა მოეწყო

ოფიციალური ნაწილისა და შთამბეჭდავი გამოსვლების შემდეგ, კოლეჯ „აისის“ ღია კარის დღე ყველაზე სახალისო და პრაქტიკული ნაწილით - პროფესიების გამოფენით გაგრძელდა. სივრცე სრულად ინტერაქტიული იყო, სადაც მთავარი გმირები კოლეჯის სტუდენტები იყვნენ.
კოლეჯის სტუდენტებმა დამსწრე საჯარო სკოლების უფროსკლასელებს საკუთარი პროფესიები ადგილზე, პრაქტიკული მაგალითებითა და ნიმუშებით წარუდგინეს.
მოსწავლეებს არა მხოლოდ თვალის დევნება, არამედ პროცესში პირადად მონაწილეობა, სხვადასხვა უნარის გამოცდა და ხელსაწყოებთან მუშაობა სთხოვეს.
მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ, პირადად სტუდენტებისა და მასწავლებლებისაგან მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე სწავლის, სირთულეებისა და პერსპექტივების შესახებ.
ინტერაქტიულმა გამოფენამ ახალგაზრდებს შესაძლებლობა მისცა, თვალსაჩინოდ ეგრძნოთ თითოეული პროფესიის სპეციფიკა და საკუთარი ხელით მოესინჯათ ძალები სხვადასხვა მიმართულებით.

