კოლეჯის „აისი“ ქვემო ალვანის ფილიალში ღია კარის დღე გაიმართა
კოლეჯის „აისი“ ქვემო ალვანის ფილიალში, ღია კარის დღე მოეწყო.
ღონისძიებას ესწებოდნენ კოლეჯის ადმინისტრაციის წარმომადგენლები; სტუდენტები; ახმეტის მუნიციპალიტეტის განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელი; ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტების რამდენიმე საჯარო სკოლის მოსწავლეები, დირექტორები და მასწავლებლები.
ღია კარის დღე მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა. კოლეჯის დირექტორის მოადგილემ სასწავლო-საწარმოო დარგში, დავით პაპაშვილმა, პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი მეშვეობით, ადამიანს საშუალება ეძლევა, შეიძინოს შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესაბამისი უნარები, რომელიც ზრდის დასაქმების შესაძლებლობას.
პროფესიული სასწავლებლის პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მენეჯერმა, თამარ გეთიაშვილმა, თავის გამოსვლაში ინტეგრირებულ პროგრამებზე გაამახვილა ყურადღება. კოლეჯის ქვემო ალვანის ფილიალის სასწავლო პროცესის მენეჯერმა, ნუგზარ ძამუკაშვილმა, მოსწავლეებს ის პროფესიები გააცნო, რომელიც ფილიალში ისწავლება.
ახმეტის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, მანანა ნადიბაიძემ, კოლეჯის მესვეურებს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ საფუძვლიანი ინფორმაცია მათთვის სასურველი პროფესიიის შესახებ.
სიტყვით გამოსვლის შემდეგ, გაიმართა გამოსაწველი ღუმელის გახსნის ცერემონიალი. მოეწყო მასტერკლასები: თექაზე ჩათელვაში; დაჩითვაში; კერამიკის დამზადებასა და მოხატვაში.