აქ შენი მომავალია!

კოლეჯის „აისი“ ქვემო ალვანის ფილიალში ახალ სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა

კოლეჯის „აისი“ ქვემო ალვანის ფილიალში ახალ სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, კოლეჯის „აისი“ ქვემო ალვანის ფილიალის სტუდენტებს, კოლეჯის დირექტორი, მალხაზ ასლამაზაშვილი შეხვდა. მან სტუდენტებს სწავლის დაწყება მიულოცა და პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე, პროფესიის დაუფლების შესაძლებლობებსა და წარმატების გზაზე ესაუბრა.

შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდნენ კოლეჯის იურისტი, გვანცა პაკატილოვი და სტუდენტური სერვისების სპეციალისტი, ია ჯუგაშვილი. მათ სტუდენტებს მიაწოდეს ინფორმაცია სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ უფლებებსა და ვალდებულებებზე. ასევე, კოლეჯში მათთვის ხელმისაწვდომ სერვისებსა და მხარდაჭერის შესაძლებლობებზე.

სტუდენტებთან შეხვედრა კარგი შესაძლებლობა იყო, უკეთ გაცნობოდნენ კოლეჯის გუნდს, მიეღოთ მათთვის საჭირო ინფორმაცია და ახალი სასწავლო წლის დაწყებას უფრო მოტივირებულები შეხვედროდნენ.