კოლეჯის „აისი“ დირექტორი ლაგოდეხის ფილიალის ახალ სტუდენტებს შეხვდა

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, კოლეჯის „აისი“ ლაგოდეხის ფილიალის სტუდენტებს მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრა ჰქონდათ.
მათ კოლეჯის დირექტორი, მალხაზ ასლამაზაშვილი შეხვდა, სწავლის დაწყება მიულოცა და პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე, პროფესიის დაუფლების შესაძლებლობებსა და წარმატების გზაზე ესაუბრა.
სტუდენტებს ასევე შეხვდა კოლეჯის იურისტი, გვანცა პაკატილოვი, რომელმაც მათ კოლეჯის შიდა რეგულაციები, სტუდენტების უფლებები და მოვალეობები, ასევე სასწავლო პროცესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები გააცნო.
კოლეჯის სტუდენტური სერვისების სპეციალისტმა, ია ჯუგაშვილმა, ახალ სტუდენტებს გააცნო კოლეჯში არსებული სტუდენტური სერვისები, მათთვის ხელმისაწვდომი მხარდაჭერისა და განვითარების შესაძლებლობები.
შეხვედრის მთავარი მიზანი იყო, რომ სტუდენტებისთვის კოლეჯის გარემოსთან ადაპტაცია უფრო მარტივი და კომფორტული გახდეს. მათ თავიდანვე იგრძნონ, რომ კოლეჯში ისინი მხოლოდ სტუდენტები კი არა, გუნდის მნიშვნელოვანი წევრები არიან.

