სიახლეები
- მთავარი
- სიახლეები
კოლეჯი „აისი“ ახალგაზრდულ ფესტივალში მონაწილეობდა
17 სექტემბერი, 2026
ნახვები: 21

კოლეჯი „აისი“ ახმეტაში, ბიძინა ჩოლოყაშვილის სახელობის სკვერში გამართულ ახალგაზრდულ ფესტივალში მონაწილეობდა.
კოლეჯის ქვემო ალვანის ფილიალს ფესტივალის საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი ჰქონდა კოლეჯის სტუდენტთა ნამუშევრები. მოეწყო მასტერკლასები.
კოლეჯის საგამოფენო სივრცით უამრავი სტუმარი დაინტერესდა. სტუდენტთა ნამუშევრები დაათვალიერეს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, პლატონ კალმახელიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების პირველმა პირებმა.

