Here is Your Future!

კოლეჯი „აისი“ ალოობის ფესტივალში მონაწილეობდა

კოლეჯი „აისი“ ალოობის ფესტივალში მონაწილეობდა

კოლეჯი „აისი“, ქალაქ დედოფლისწყაროში გამართულ ალოობის ფესტივალში მონაწილეობდა.

დედოფლისწყაროს ცენტრალურ პარკში მოწყობილ ღონისძიებაზე, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივითა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა, კოლეჯ „აისის“ დედოფლისწყაროს ფილიალს წარმოდგენილი ჰქონდა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა - თექის დამზადების სტუდენტთა ნამუშევრები.

კოლეჯის საგამოფენო სივრცე დაათვალიერეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა და მისმა მოადგილემ, ნინო წილოსანმა; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა.

სტუდენტების მიერ შექმნილმა თექის ნამუშევრებმა დამთვალიერებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.