Here is Your Future!

კოლეჯს „აისი“ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაცია სტუმრობდა

კოლეჯს „აისი“ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაცია სტუმრობდა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის კომისარი ცინ იჭი, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, კაჭრეთში, კოლეჯს „აისი“ სტუმრობდა.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა. კოლეჯის დირექტორმა, მალხაზ ასლამაზაშვილმა, ჩინელ სტუმრებს დაათვალიერებინა პროფესიული სტუდენტების მიერ შექმნილი ნამუშევრები და სასწავლო კორპუსის აუდიტორიები. სტუმრები გაეცნენ ქართული ტრადიციული ღვინის ჩამოსხმის ტექნიკას.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის მაღალი დონის ვიზიტი საქართველოში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხთა სახელმწიფო მინისტრის აპარატის მასპინძლობით იმართება და საქართველო-ჩინეთის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის შემდგომი განვითარების მიზნებს ემსახურება.