Here is Your Future!

„აისის“ საგამოფენო სივრცეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლები სტუმრობდნენ

„აისის“ საგამოფენო სივრცეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლები სტუმრობდნენ

კოლეჯი „აისი“, ზუგდიდში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობდა, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.

ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე მოწყობილ პროფესიული სასწავლებლის სივრცეს სტუმრობდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, გიორგი ჯინჭარაძე და პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი, თამარ კვინიკაძე უწყების სხვა წარმომადგენლებთან ერთად.

კოლეჯის „აისი“ დირექტორმა მალხაზ ასლამაზაშვილმა, სტუმრებს პროფესიული სასწავლებლის მიერ წარმოდგენილი პროდუქცია გააცნო და იმ პროფესიების შესახებ ისაუბრა, რომელიც კოლეჯში ისწავლება.

მინისტრის მოადგილემ მასტერკლასში მიიღო მონაწილეობა და საკუთარი ხელით ჩამოსხა ღვინო, რომელზეც სამახსოვრო წარწერა გააკეთა.