Here is Your Future!

2026 წლის საგაზაფხულო მიღების სტუდენტებმა დღეს სწავლა დაიწყეს

2026 წლის საგაზაფხულო მიღების სტუდენტებმა დღეს სწავლა დაიწყეს

2026 წლის საგაზაფხულო მიღების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებმა, დღეს სწავლა დაიწყეს. მათი სტუდენტური ცხოვრების პირველი დღე კოლეჯის „აისი“ დედოფლისწყაროს ფილიალის ეზოში გამართული ღონისძიებით აღინიშნა.

ღონისძიება კოლეჯის „აისი“ დირექტორის, მალხაზ ასლამაზაშვილის მიმართვით გაიხსნა. დირექტორმა ახალ სტუდენტებს სწავლის დაწყება მიულოცა, წარმატებული და ნაყოფიერი სტუდენტური ცხოვრება უსურვა და პროფესიული განათლების მნიშვნელობასა და იმ შესაძლებლობებზე ისაუბრა, რომელსაც პროფესიული განათლება ახალგაზრდებს პიროვნული და კარიერული განვითარებისთვის სთავაზობს.

ახალგაზრდებს მიმართა კოლეჯის პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მენეჯერმა, თამარ გეთიაშვილმა, რომელმაც სტუდენტებს კარიერის დაგეგმვის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და წარმატებისკენ მიმავალ გზაზე საკუთარი შესაძლებლობების სწორად გამოყენების მნიშვნელობაზე ესაუბრა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ კოლეჯ „აისის“ წარმატებული კურსდამთავრებულებიც, რომლებმაც საკუთარ გამოცდილებასა და პროფესიულ გზაზე ისაუბრეს.

კოლეჯში არსებული შიდა რეგულაციების, სტუდენტთა უფლებებისა და მოვალეობების შესახებ, კოლეჯის იურისტმა, გვანცა პაკატილოვმა ახალი სტუდენტებისთვის პრეზენტაცია გამართა.

პირველი სტუდენტური დღე სიმბოლურად, ტორტის გაჭრით დასრულდა.