Here is Your Future!

სოციალური მუშაობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, კოლეჯში „აისი“ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

სოციალური მუშაობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, კოლეჯში „აისი“ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

სოციალური მუშაობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, კოლეჯში „აისი“ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წარმომადგენლებმა, პროფესიულ სტუდენტებთან და მასწავლებლებთან სოციალური მუშაობის მიღწევებზე და სერვისებზე ისაუბრეს.

საინფორმაციო შეხვედრა ოჯახური ღირებულებების პოპულარიზაციის, ბავშვიანი ოჯახების მხარდაჭერისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით ტარდება. შეხვედრის მიზანია, ხელი შეუწყოს ოჯახების გაძლიერებას, პასუხისმგებლიანი მშობლობის წახალისებას და პოზიტიური სოციალური გარემოს ფორმირებას.

სოციალური მუშაობის მსოფლიო დღე 1983 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. საქართველოში სოციალური მუშაობა 2000 წლიდან დაინერგა.