Here is Your Future!

საგაზაფხულო მიღებაზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის ახალი სასწავლო წელი დაიწყო

საგაზაფხულო მიღებაზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის ახალი სასწავლო წელი დაიწყო

პროფესიულ სასწავლებლებში, 2025 წლის საგაზაფხულო მიღებაზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის ახალი სასწავლო წელი დაიწყო.

კოლეჯის „აისი“ სტუდენტები, კურსდამთავრებულები და თანამშრომელები პროფესიულ სასწავლებელში დილიდან შეიკრიბნენ. სწავლის დაწყებამდე, კოლეჯის ეზოში საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიების დასაწყისში, სტუდენტებს კოლეჯის დირექტორი მიესალმა. ახლად ჩარიცხულ სტუდენტებთან მიმართვისას, მალხაზ ასლამაზაშვილმა პროფესიულ განათლებაში არსებულ პერსპექტივებსა და ფართო შესაძლებლობებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, კოლეჯი სტუდენტებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სასწავლო გარემოში ხარისხიანი განათლების მიღებას სთავაზობს, რაც ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, გახდნენ კონკურენტუნარიანები არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს შრომის ბაზარზე.

პროფესიული სასწავლებლის კურსდამთავრებულებს, მალხაზ ასლამაზაშვილმა დიპლომები გადასცა და უსურვა, რომ კოლეჯში მიღებული ცოდნა მშობლიური მხარის განვითარებას მოახმარონ.

ტრადიციულად, ღონისძიება საზეიმო ტორტის გაჭრითა და კოლეჯის „ყავის სახლში“, ქვიშაზე მოდუღებული ყავის დაგემოვნებით დასრულდა.