Here is Your Future!

მევენახეობა-მეღვინეობის პროგრამაზე დარეგისტრირებული აპლიკანტებისთვის საორიენტაციო კურსი მოეწყო

მევენახეობა-მეღვინეობის პროგრამაზე დარეგისტრირებული აპლიკანტებისთვის საორიენტაციო კურსი მოეწყო

სოფელ კისისხევში, კომპანია „შუხმან ვაინს ჯორჯიაში“ მევენახეობა-მეღვინის საორიენტაციო კურსი მოეწყო. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ის აპლიკანტები, რომლებიც დარეგისტრირებულნი არიან კოლეჯში „აისი“ მევენახეობა-მეღვინეობის მეხუთე დონის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე (რომლის სავალდებულო პროფესიული მოდულებით გათვალისწინებული სწავლის შედეგის 50% ან მეტი მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში).

ტურის ფარგლებში, აპლიკანტებმა  პარტნიორი ორგანიზაციის დირექტორისგან, როლანდ ბურდიაშვილისგან მოისმინეს კომპანიის ისტორია, მისია და პრაქტიკული გამოცდილება. დაათვალიერეს მარანი და ვენახები. გაეცნენ პროცესს ვენახიდან ჩამოსხმამდე. მიიღეს ინფორმაცია რეალიზაციისა და მარკეტინგის აქტივობებთან დაკავშირებით.

სასწავლო ტურის მთავარი მიზანია, აპლიკანტების ინფორმირებულობის გაზრდა დუალური პროგრამის შესახებ, რეალისტური მოლოდინების ფორმირება და პრაქტიკული სწავლების გარემოს გაცნობა.

სასწავლო ტურის ორგანიზატორია პროფესიული უნარების სააგენტო.