Here is Your Future!

კომინიკაციების ომბუდსმენმა კოლეჯში „აისი“ საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა

კომინიკაციების ომბუდსმენმა კოლეჯში „აისი“ საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა

საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, კომუნიკაციების ომბუდსმენი გვანცა ჩხეიძე, კოლეჯის „აისი“ თანამშრომელებს, სტუდენტებსა და მსმენელებს შეხვდა.

შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ სამსახურის საქმიანობას და მიიღეს ინფორმაცია სატელეკომუნიკაციო სფეროში, მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით მოქმედი საკანონმდებლო გარანტიების, კომპანიების ვალდებულებების, საჩივრის/განცხადების განხილვის წესების და ვადების, აგრეთვე, დარგში შემავალი სხვა საკითხების შესახებ.

საინფორმაციო შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.