News
- Home
- News
კოლეჯი „აისი“ შშმ პირთა ორგანიზაციას ხეზე მუშაობისა და ჩარხების გამოყენების შესწავლაში დაეხმარება
04 June, 2025
Views: 61
სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, კოლეჯი „აისი“ არაკომერციულ ორგანიზაციას „ერთად ცვლილებებისთვის“, ხეზე მუშაობისა და ჩარხების გამოყენების შესწავლაში დაეხმარება.
ორგანიზაცია „ერთად ცვლილებებისთვის“, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მუშაობს, რომელსაც კოლეჯის „აისი“ კურსდამთავრებული, გურამ გოგოლაძე ხელმძღვანელობს. ორგანიზაციამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტისგან დაფინანსება მიიღო, რომლის ფარგლებში სოციალური საწარმო გაიხსნება.
პროფესიულ სასწავლებელში მიღებულ ცოდნას, ბენეფიციარები სოციალურ საწარმოში გამოიყენებენ.
სოციალური საწარმო 14 ივნისს, შშმ პირთა უფლებების დაცვის დღეს გაიხსნება.