News
- Home
- News
კოლეჯი „აისი“ საფრანგეთის პროფესიულ სასწავლებლებთან ითანამშრომლებს
10 October, 2025
Views: 16
კოლეჯში „აისი“, საფრანგეთის განათლების სამინისტროს ქალაქ ნიცას წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. სტუმრები გაეცნენ კოლეჯის ინფრასტრუქტურას და მოისმინეს პრეზენტაცია იმ პროგრამების შესახებ, რომლებიც პროფესიულ სასწავლებელში ხორციელდება. ფრანგი სტუმრები განსაკუთრებით დაინტერესდნენ დუალური პროგრამით მევენახეობა-მეღვინეობაში.
ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, დაისახა სამომავლო გეგმები. შეხვედრაზე გამოითქვა სურვილი, რომ განხორციელდეს ორმხრივი გაცვლითი პროგრამები.