Here is Your Future!

კოლეჯი „აისი“ 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობდა

კოლეჯი „აისი“ 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობდა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ოზურგეთის ცენტრალურ მოედანზე 26 მაისი მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა. ღონისძიებაში მონაწილეობენ პროფესიული სასწავლო დაწესებულებები, რომელთა შორის იყო კოლეჯი „აისი“.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ოზურგეთში გამართულ გამოფენაზე კოლეჯს „აისი“ წარმოდგენილი ჰქონდა ღვინო, ჭაჭა; მურაბა, ჯემი, მარინადი; კერამიკული და ხის ნაკეთობები; თექა; მინანქარი და სხვა თემატური ნივთები.

სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ადგილზე ჩამოესხათ ღვინო და გაეკეთებინათ სპეციალურად ამ დღისთვის დამზადებული ეტიკეტი; დაეგემოვნებინათ ღვინო და კახური ტრადიციული კერძები.

კოლეჯის „აისი“ საგამოფენო სივრცე დაათვალიერა  განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ მოადგილეებთან ერთად. მინისტრმა და მისმა მოადგილეებმა საკუთარი ხელით ჩამოასხეს ღვინო და ზედ სამახსოვრო წარწერა გააკეთეს.

კოლეჯის საგამოფენო სივრცით დაინტერესდა უამრავი დამთვალიერებელი, მათ შორის უცხოელი სტუმრები. „აისის“ მიერ წარმოდგენილმა ნაწარმმა მაღალი შეფასება დაიმსახურა.