News
- Home
- News
კლიმატის ცვლილების გამომწვევი მიზეზების შედეგებისა და ადაპტაციის მექანიზმების შესახებ კოლეჯში „აისი“ ტრენინგი ჩატარდა
04 June, 2026
Views: 15

კლიმატის ცვლილების გამომწვევი მიზეზების შედეგებისა და ადაპტაციის მექანიზმების შესახებ, კოლეჯში „აისი“ ტრენინგი ჩატარდა.
სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელმა, სანდრო გუჯაბიძემ, რომელიც აგრარული და სასურსათო სისტემების მიმართულებით მუშაობს, საინფორმაციო შეხვედრაზე მიმოიხილა პრაქტიკები, რომლებიც ზრდის კლიმატის ცვლილებისადმი მედეგობას, რესურსების გამოყენების ეფექტიანობას, ამცირებს რისკებს და ხელს უწყობს მდგრად ინტენსიფიკაციას.
ტრენინგს კოლეჯის „აისი“ სტუდენტები და პროფესიული განათლების მასწავლებლები ესწრებოდნენ.
