News
- Home
- News
JACA-ს მოხალისეებმა გარემოსდაცვით საკითხებზე კოლეჯში ტრენინგი ჩაატარეს
13 March, 2025
Views: 166
„ეკოსისტემა და გარემოსდაცვითი საკითხები ჩვენს ცხოვრებაში“ - ამ თემაზე, კაჭრეთში, კოლეჯში „აისი“ ტრენინგი გაიმართა.
ტრენინგი იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JACA) მოხალისეების ორგანიზებით ჩატარდა.
JACA-ს მოხალისემ, კაო აკიამამ, რომელიც ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში გარემოსდაცვით პედაგოგად მუშაობს, კოლეჯის სტუდენტებთან და მასწავლებლებთან ერთად, სახალისო თემატური თამაშები მოაწყო.
ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ ცოდნის გაღრმავება.