სიახლეები
- მთავარი
- სიახლეები
ვაზის სხვლა - ფორმირების თემაზე მევენახეობა-მეღვინეობის სტუდენტებისთვის ტრენინგი ჩატარდა
02 მარტი, 2026
ნახვები: 10
კოლეჯის „აისი“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის - მევენახეობა-მეღვინეობის სტუდენტებისთვის ორდღიანი თეორიული და პრაქტიკული ტრენინგი გაიმართა თემაზე: ვაზის სხვლა - ფორმირება. ტრენინგს უძღვებოდა FAO-ს მევენახეობის ტრენერთა ტრენინგის (TOT) პროგრამის კურსდამთავრებული მევენახე, გელა მასურაშვილი.
ტრენინგის განმავლობაში განხილული იყო ვაზის სხვლა-ფორმირების ძირითადი ასპექტები, მათ შორის: ვაზის ფიზიოლოგია და აგებულება, ვაზის რეკონსტრუქცია, ფორმირების პრინციპები, გუიოსა და კორდონის სისტემები; აგრეთვე 1-დან 5 წლამდე ვაზის ფორმირების თავისებურებები.
ტრენინგი გაიმართა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ეგიდით, ევროკავშირისა და შვედეთის მიერ დაფინანსებული ENPARD IV პროგრამის ფარგლებში.