მეცხოველეობაში გარემოს კლიმატის გავლენაზე ვეტერინარიის პროგრამის სტუდენტებისთვის ტრენინგი გაიმართა
კოლეჯის „აისი“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა - ვეტერინარიის სტუდენტებისთვის ტრენინგი გაიმართა.
კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში“ შეკრებილ საზოგადოებას კომპანია „როქის“ დირექტორმა, აგრარულ მეცნიერებათა დოქტორმა, დავით ბოსტაშვილმა და ექიმმა ვეტერინარმა, ბიოლოგიის დოქტორმა, მეცხოველეობის მიმართულების ხელმძღვანელმა, მიხეილ ჭიჭაყუამ სტუდენტებთან მეცხოველეობაში გარემოს კლიმატის გავლენაზე, გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.
შეხვედრების ძირითადი მიზანია, საქართველოში მსხვილფეხა საქონლის რძისა და ხორცის წარმოებაში დანაკარგების შემცირება, სურსათის უვნებლობისა და ხარისხის გაუმჯობესება, კონკურენტუნარიანობის, პროდუქტიულობის ამაღლება და ვაჭრობის პოტენციალის გაზრდა.
ტრენინგის დასასრულს, კომპანიის დირექტორმა, დავით ბოსტაშვილმა, სტუდენტებს სერტიფიკატები გადასცა.
კომპანია „როქი“ დაარსდა 2006 წელს. ის დაკავებულია სასოფლო-სამეურნეო და შინაური ცხოველებისათვის სამკურნალო პრეპარატების, ვაქცინების, საკვებისა და საკვებდანამატების, ცხოველთა მოვლის საგნების სრული სპექტრის რეალიზებით. 2011 წლიდან კომპანია აქტიურად არის ჩართული მეცხოველეობის განვითარების პროექტებში.