სიახლეები
- მთავარი
- სიახლეები
კოლეჯს უცხოეთის 7 ქვეყნის განათლების სფეროს წარმომადგენლები სტუმრობდნენ
09 ოქტომბერი, 2025
ნახვები: 14
კოლეჯს „აისი“, ERASMUS+ პროგრამის ფარგლებში, უცხოეთის 7 ქვეყნის განათლების სფეროს წარმომადგენლები სტუმრობდნენ.
საგანმანათლებლო დაწესებულებაში ვიზიტი პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებით მოეწყო.
სტუმრები გაეცნენ პროფესიული სასწავლებლის ინფრასტრუქტურას. მოისმინეს ინფორმაცია იმ პროფესიული პროგრამების შესახებ, რომელსაც კოლეჯი ახორციელებს.
კოლეჯის მარანში სტუმრებისთვის გაიმართა ქვევრის ღვინის დეგუსტაცია. მოეწყო მასტერკლასები ჩურჩხელის ამოვლებასა და კახური შოთის ცხობაში.