აქ შენი მომავალია!

კოლეჯის ქვემო ალვანის ფილიალმა JICA-ს და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებს უმასპინძლა

კოლეჯის ქვემო ალვანის ფილიალმა JICA-ს და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებს უმასპინძლა

კოლეჯის „აისი“ ქვემო ალვანის ფილიალს იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსა (JICA) და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგგენლები სტუმრობდნენ.

კოლეჯის დირექტორმა, მალხაზ ასლამაზაშვილმა, სტუმრებს კოლეჯის ინფრასტრუქტურა გააცნო და პროფესიული სასწავლებლის ეზოში მოწყობილი სტუდენტთა და ადგილობრივ მეწარმეთა გამოფენა დაათვალიერებინა.

იაპონელმა ექსპერტმა, მეი ჰაიაშმა, რომელიც OVOP კონცეფციისათვის შესატყვისი პროდუქციის გამოსავლენად კვლევას ატარებს, კოლეჯთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

JICA-ს მიერ ინიცირებულია OVOP (One Village – One Product) პროექტის განხორციელება საქართველოში. აღნიშნული პროექტის („ერთი სოფელი - ერთი პროდუქტი“) არსი გახლავთ საქართველოში წარმოებული როგორც სასოფლო-სამეურნეო, ასევე სხვა ტიპის ხელნაკეთი ნივთების, უნიკალური, ამა თუ იმ რეგიონისათვის დამახასიათებელი პროდუქციის შექმნასა და გაუმჯობესებაში მონაწილეობის მიღება და ამ პროდუქციის პოპულარიზაცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ.