აქ შენი მომავალია!

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე კოლეჯმა „აისი“ ზუგდიდში აღნიშნა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე კოლეჯმა „აისი“ ზუგდიდში აღნიშნა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე კოლეჯმა „აისი“ ზუგდიდში აღნიშნა.

საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე მოწყობილ სივრცეში, პროფესიულ სასწავლებელს გამოფენილი ჰქონდა კოლეჯის სტუდენტების მიერ დამზადებული სხვადასხვა ნაწარმი: ღვინო; ჯემები, მურაბები, მარინადები, ხილის ნექტარი; თექა; კერამიკა; ხის ნაკეთობები. მოეწყო მასტერკლასები ჩათელვასა და დაჩითვაში. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა - კულინარიის ხელოვნების სტუდენტები სტუმრებს საკუთარი ნახელავით გაუმასპინძლდნენ. დამსწრე საზოგადოებისთვის ადგილზე მომზადდა კახური ტრადიციული კერძები.

ზუგდიდში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.