აქ შენი მომავალია!

კოლეჯმა „აისი“ პროფესიული განათლების საერთაშორისო კვირეულს უმასპინძლა

კოლეჯმა „აისი“ პროფესიული განათლების საერთაშორისო კვირეულს უმასპინძლა

პროფესიული განათლების საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, კოლეჯმა „აისი“ ქართველ და უცხოელ სტუმრებს უმასპინძლა.  

ღონისძიების გახსნისას, დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა პროფესიული სასწავლებლის დირექტორმა, მალხაზ ასლამაზაშვილმა.

ღონისძიებას ესწრებოდა პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორი, ირინე მარგიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

მოეწყო თემატური სესიები. კოლეჯების წარმომადგენლებმა, მათ შორის საქართველოდან, ჩაატარეს პრეზენტაციები მშენებლობის, სამკერვალო დიზაინისა და მექანიკის მიმართულებით.

გაიმართა გამოფენა. პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებმა, სტუმრებს ის პროფესიები გააცნეს, რომელიც კოლეჯში ისწავლება.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო მასტერკლასები თექაზე ჩათელვაში და დაჩითვაში. სტუმრებმა დააგემოვნეს კახური თათარა და საკუთარი ხელით ამოავლეს ჩურჩხელები.

წელს კვირეული რეკორდულად მასშტაბური იყო.  საქართველოსთან ერთად მასში მონაწილეობას იღებდა 17 ქვეყნის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება ევროპიდან და აზიიდან.

პროფესიული განათლების საერთაშორისო კვირეული (VET Connect 2.0: International Week of Vocational Partnerships) ხელს უწყობს პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციას და წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას საერთაშორისო თანამშრომლობისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისთვის.