აქ შენი მომავალია!

საშემოდგომო მიღებაზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის ახალი სასწავლო წელი დაიწყო

საშემოდგომო მიღებაზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის ახალი სასწავლო წელი დაიწყო

პროფესიულ სასწავლებლებში, 2025 წლის საშემოდგომო მიღებაზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის ახალი სასწავლო წელი დაიწყო.

კოლეჯში „აისი“ ჩარიცხული პირველკურსელები პროფესიული სასწავლებლის ხელოვნების სახლში დილიდან შეიკრიბნენ, სადაც სწავლის დაწყებამდე, გაცნობითი ღონისძიება გაიმართა.

სტუდენტებს კოლეჯის დირექტორი მიესალმა. ახლად ჩარიცხულ სტუდენტებთან მიმართვისას, მალხაზ ასლამაზაშვილმა პროფესიულ განათლებაში არსებულ პერსპექტივებსა და ფართო შესაძლებლობებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, კოლეჯი სტუდენტებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სასწავლო გარემოში ხარისხიანი განათლების მიღებას სთავაზობს, რაც ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, გახდნენ კონკურენტუნარიანები არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს შრომის ბაზარზე.

ღონისძიება სხვადასხვა აქტივობებით გაგრძელდა. სტუდენტებმა ვიქტორინაში მიიღეს მონაწილეობა. გამარჯვებულებმა სიმბოლური საჩუქრები მიიღეს. პირველკურსელებმა პირველ დღეს კოლეჯში საკუთარი სურვილები დააფიქსირეს და ბარათები ყუთში მოათავსეს.

ღონისძიებას კოლეჯის თანამშრომელები; სტუდენტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.