კოლეჯში „აისი“ თინათინ ცერცვაძის საჯარო ლექცია გაიმართა

კოლეჯში „აისი“, „დებატებისა და განათლების ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა, ფსიქოლოგმა, თინათინ ცერცვაძემ საჯარო ლექცია ჩაატარა.
პროექტის „დებატები უკეთესი პროფესიული განათლებისთვის“ ფარგლებში ჩატარებული შეხვედრისას, თინათინ ცერცვაძემ პროფესიულ სწავლებაში დებატების ტექნიკისა და რბილი უნარების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.
თინათინ ცერცვაძე 28-წლიანი საერთაშორისო გამოცდილების მქონე პროფესიონალია ფორმალური დებატების, საჯარო გამოსვლებისა და კომუნიკაციის სწავლებაში. მისი საქმიანობა მოიცავს თანამშრომლობას ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან, მათ შორის ზაარლანდის, ფრანკფურტისა და ლაიფციგის უნივერსიტეტებთან. ამ დროისთვის იგი თავის მრავალწლიან გამოცდილებას კომუნიკაციისა და საჯარო გამოსვლების სფეროში უზიარებს როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო აუდიტორიას, მათ შორის საზღვარგარეთაც.

